ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 384 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 31 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 181, აჭარაში - 993, იმერეთში - 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში - 705, აჭარაში - 157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 1 033 - აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 11.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 118 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.
Print

სტატიის გამოყენების პირობები