ახალი ამბები
ხაშურის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' წაღვლსა და მცხეთიჯვარში [R]
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ თენგიზ ჩიტიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთიჯვრისა და უწლევის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

სოფელ მცხეთიჯვარში გზა რეაბილიტირებულია. მოწყობილია მინი სტადიონი. სოფელ უწლევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გზის მხოლოდ მცირე მონაკვეთი კეთდება. მოსახლეობამ გზის სრულად რეაბილიტაცია მოითხოვა.

მოქალაქეებთან შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატი ზაზა სხილაძე.

„მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას და ვიზრუნებთ მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის,“ - თენგიზ ჩიტიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები