ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 1 სექტემბერი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 497 517.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445, იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 164, აჭარაში - 978, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში - 158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 - თბილისში, 808 - აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 12.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 121 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 178, პირი, აჭარაში - 5 770, იმერეთში - 4 199.
Print

სტატიის გამოყენების პირობები