ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 3 სექტემბერი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 577 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი.

36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.
Print

სტატიის გამოყენების პირობები