ახალი ამბები
სტალინის მუზეუმში ჩინელი ტურისტები ჩინურენოვან გიდს ითხოვენ
სტალინის მუზეუმში ჩინელი ტურისტები ჩინურენოვან გიდს ითხოვენ. ამის შესახებ გორის ტურიზმის განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ მუზეუმებში უცხოურენოვანი გიდების დეფიციტია.

მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ ივლისის ჩათვლით, მუზეუმს სულ 12018 ტურისტი ესტუმრა.

უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოიყურება:

მარტი - 566
აპრილი - 1165
მაისი - 2608
ივნისი - 3220
ივლისი - 4459

ტურისტები არიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან. პანდემიამდე კი, ჩინეთი, რუსეთთან ერთად, იმ ძირითად ქვეყნებში შედიოდა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდიოდა გორში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მუზეუმი 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე დაკეტილი იყო. 1-ლი მარტიდან დამატებით 6 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას Pჩღ ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლია. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები