ახალი ამბები
შავშვებში მოსახლეობის COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
სოფელ შავშვებში მოსახლეობის COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა.

იმუნიზაციის პროცესს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ესწრებოდა.

მარინა გიუნაშვილის განცხადებით, იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა და COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებში ამცრელი პუნქტების მოწყობა ბევრად ამარტივებს სერვისით სარგებლობის პროცესს.

შავშვების სამედიცინო ამბულატორიაში მისულ ადამიანებს ჯავშნის გარეშე ემსახურებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები