ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის შეხვედრები ვარიანში, არაშენდასა და საქაშეთში [R]
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მმართველის გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, არაშენდა, საქაშეთი) და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმაზე ისაუბრა და უახლოეს პერიოდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დაანონსა.

შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან ვარიანის, ვარიანის მეურნეობის,არაშენდას, საქაშეთის ადმინიტრაციულ ერთეულებში და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ მელანაშვილი დაესწრო

„ვაგრძელებ შეხვედრებს ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ( ვარიანი, არაშენდა, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი) და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ვიმყოფებოდი. მოსახლეობას, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვები გავუზიარე, რომელსაც სულ მოკლე დროში ფართო აუდიტორიას წარვუდგენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და ინიციატივა თვითმმართველი ერთეულის განვითარების საქმეში. შეხვედრებზე პრიორიტეტად კვლავ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასახელდა. ადგილობრივების განცხადებით, როგორც შიდა საუბნო , ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზები ფუნდამენტურ რეაბილიტაციას საჭიროებს. დღევანდელ შეხვედრებზე მოსახლეობამ კულტურული და სპორტული სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრეს. აუცილებელია თითოეულ სოფელში მოეწყოს ისეთი ცენტრები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებში შემოქმედებითი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.'' - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები