ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა [R]
გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' ლადო ხინჩეგაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

,,არასამთავრობო სექტორთან შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გავცვალეთ აზრები, იდეები. გავეცანით მათ საჭიროებებს.გუშინდელმა შეხვედრამ ნათლად დამანახა, რომ არასამთავრობო სექტორი ის რესურსია, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას. მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის, ვინაიდან დიდია არასამთავრობო სექტორის როლი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ მათი საქმიანობის შედეგად, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური დახმარება, ჩაერთვნენ საგრანტო პროგრამებში, გაიარეს ტრეინინგები, აიმაღლეს კვალიფიკაცია და ა.შ.'' - აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

იგი დარწმუნებული, რომ სამთავრობო და არასამთავრობო მხარეების სწორი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა, ძალიან პოზიტიურად აისახება მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე.

,,ჩვენ, ორივე მხარეს, ერთი მიზანი გვამოძრავებს, გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო ბედნიერი, მისი მაცხოვრებლები კი მეტად რეალიზებულნი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამას შევძლებთ.'' - დასძენს მერობის კანდიდატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები