ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 9 სექტემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 572 948-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:

6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30.

2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 - თბილისში, 593 - აჭარაში.

24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 136 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 855, იმერეთში - 3 161.
Print

სტატიის გამოყენების პირობები