ახალი ამბები
თამარ გაბუნია: ,,ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი 60 წლის ზემოთ პირებში გვაქვს''
„ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი 60 წლის ზემოთ პირებში გვაქვს'', - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების, მდგომარეობის დამძიმებისა და ვაქცინაციის სტატისტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

„ძალიან საყურადღებოა, რომ დღეს ჩვენს პირობებში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა უფრო მეტი 60 წლის ზემოთ პირებშია. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი 60 წლის ზემოთ პირებში გვაქვს. ამდენად ეს მაჩვენებელი სრულიად საპირისპირო მიმართულებით უნდა შეიცვალოს, რათა თანაფარდობა ვაქცინირებულებში ყველაზე მაღალი 60 წლის ზემოთ გვქონდეს, რომ ჩვენ რეალურად ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსვლების კუთხით შემსუბუქება ვიგრძნოთ. ამდენად, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, მოკლე დროში მეტი მოქალაქის მოცვაა, მაგრამ მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება პრიორიტეტულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამები მეტად მიმართული და ტარგეტირებული 60 წელს ზემოთ პირებზე იქნება. შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაა, თუ ჩვენ ახლა მათ ვაქცინაციას არ მივაღწიეთ“, - განმარტა თამარ გაბუნიამ
Print

სტატიის გამოყენების პირობები