ახალი ამბები
გორის მერობის კანდიდატი კოტე ანანიაშვილი ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა [R]
პარტია ,,საქართველოსთვის" გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ანანიაშვილი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს მატს ეკჰოლმსა და შაჰნაზ ჰასანოვასას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა დამკვირვებლებს და მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც რეგიონშია შექმნილი.

კონსტანტინე ანანიაშვილი: ,,მისიის წარმომადგენლებიდან მივიღეთ პირობა, რომ მათი ჩართულობა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იქნება აქტიური, ხოლო ჩვენ პერიოდულად მივაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას ჩვენი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ".








Print

სტატიის გამოყენების პირობები