ახალი ამბები
კასპის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა
კასპის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, თეა ბეჟუაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ სამძიმრის წერილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

თეა ბეჟუაშვილი ჯერ ,,გორმედში'', შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თეა ბეჟუაშვილი წლების განმავლობაში კასპის საკრებულოში მუშაობდა.

მისი გარდაცვალების გამო, ორი დღით საარჩევნო კამპანია მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეწყვიტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები