ახალი ამბები
გორში აცრილმა 8 მოქალაქემ ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე'' თანხა მოიგო
ლატარიაში, რომელიც გუშინ საქართველოს მასშტაბით დაიწყო, შიდა ქართლში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

,,აიცერი და მოიგე''-ში გორში აცრილმა 8 მოქალაქემ ფულადი თანხა მოიგო.

აქედან ერთმა 500 ლარი, ხოლო დანარჩენმა - 100/100 ლარი.

პირადი ნომრების დასაწყისი ციფრების მიხედვით, 5 მათგანი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები