ახალი ამბები
,,ყველა, ვინც ჩაივლის ქარელზე, არ იცის, საით გადმოუხვიოს'' - კახა კუჭავა
,,ყველა, ვინც გაუყვება ხოლმე ცენტრალურ გზატკეცილზე და ჩაივლის ქარელზე, ბევრმა არ იცის, საით გადმოუხვიოს'' - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ, კახა კუჭავამ ქარელში ყოფნისას.

იგი ურჩევს იმ ადამიანებს, ვინც ავტობანს ჩაივლის, გადმოუხვიოს მარცხნივ:

,,მარცხნივ - ცოტა სიღრმეში შემოვიდეს, რა სილამაზეა აქ. არ შემიძლია, არ ვახსენო ულამაზესი ძამას ხეობა; ულამაზესი ბატეთის ტბა. ბევრი მნახველი ჰყავს, ბევრი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ ცნობადობა ნაკლებია. მე ვისურვებდი, რომ ყველა, ვისაც მთაში სიარული უყვარს, ლამაზი ბუნება უყვარს, ტკბილი ხალხი, უფრო მეტად ესტუმროს ამ ლამაზ ბუნებას და ისიამოვნოს ამ ულამაზე მხარით, რომელიც საქართველოს გაგვაჩნია'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ის დღეს ქარელში, მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენას ესწრებოდა. გულიაშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მესამედ იყრის კენჭს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები