ახალი ამბები
რუისში პროტესტის ნიშნად ზაზა გულიაშვილის პლაკატები ჩამოხიეს
რუისში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის პლაკატები ჩამოხიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ანო ბალიაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს აცხადებს იმ მოვლენების გამო, რაც ქარელში, გუშინ, მოხდა.

15 სექტემბერს, ქართული ოცნების ქარელის შტაბში ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მთავარი არხის ოპერატორს მრავლობით დაზიანებები აღენიშნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები