ახალი ამბები
გორის ჯანდაცვის ცენტრში სწრაფ ტესტებზე მიმართვიანობა შემცირდა
რამდენიმე დღეა, გორში, სწრაფ ტესტებზე მიმართვიანობა შემცირდა. აგვისტოს განმავალობაში, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მისაღებთან, გრძელი რიგები იდგა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია და ინფიცირების მაჩვენებელმაც კლება იწყო.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 838 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.


Print

სტატიის გამოყენების პირობები