ახალი ამბები
გვიან ღამით გორში 37 წლის მამაკაცი მოკლეს
გუშინ, გვინ ღამით, გორში სამების ქუჩაზე ახალგაზდრა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით გარდაცვლილ მამაკაცს სისხლის კვალი ემჩნეოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მომხდარ ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1979 წელს დაბადებულ, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ, დათო ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დათო ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ილია გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

Print

სტატიის გამოყენების პირობები