ახალი ამბები
გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ანანიაშვილი ადვოკატთა ასოციციის წევრებს შეხვდა [R]
პარტია ,,საქართველოსთვის" გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ანანიაშვილი, ტყვიავი-ძევერას მაჟორიტარობის კანდიდატ მალხაზ ლაფაჩთან ერთად ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პარტიის პროგრამულ ხედვებსა და მიზნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და მუნიციპალიტეტის განვითარების გზებზე. საუბარი შეეხო პარტია ,,საქართველოსთვის" წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ფაქტებს, რამაც ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები