ახალი ამბები
მაშველებმა ტირიფონას არხში ჩავარდნილი შვლის ნუკრი გადაარჩინეს
გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან გამავალ ტირიფონას არხში ჩავარდნილი შვლის ნუკრი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა.

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ფლავისმანში, შვლის ნუკრი არხში ჩავარდა და იხრჩობოდა. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ და გადარჩენა მოახერხეს.“ - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მაშველების მიერ გადარჩენილი შვლის ნუკრი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გადაეცათ.

„სამართალდამცავებმა პატარა შველი გააშრეს, გათბეს და ისევ იმ ტერიტორიაზე გაუშვეს, სადაც იმყოფებოდა.“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა მიხანაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები