ახალი ამბები
გორში გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

,,საჭიროების შესაბამისად ტარდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, ძველი ნათურები იცვლება ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ან ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდა გორში შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში.'' - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები