ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 24 სექტემბერი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:

4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 478, იმერეთში - 945.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 410, აჭარაში - 128, იმერეთში - 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 32, იმერეთში - 33.

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 - თბილისში, 287 - აჭარაში.

16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 165 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები