ახალი ამბები
ახალი სკვერის შედეგი - ნალექის დროს სოფელ ქვახვრელში სახლები იტბორება
ახალი სკვერის გახსნიდან 2 დღეში საცხოვრებელი სახლები წყლით დაიტბორა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, ნალექის დროს, პოღოზაშვილების ეზო და სარდაფი უკვე წყლით გაივსო. ანალოგიური საფრთხის ქვეშ სხვა მცხოვრებლები არიან.

ამის მიზეზად, ადგილობრივი მოსახლეობა არასწორად დაპროექტებულ სამუშაოებს ასახელებენ.

თუ კი, გასულ წლებში, წყალს გასასვლელი ჰქონდა, ახლა ბეტონის ფილებით შემოსაზღვრულმა, დასასვენებელი სივრცის ბილიკებმა წყალს გზა გადაუკეტა:

,,ბილიკები გაკეთდა, მაგრამ არაა გათვალისწინებული, თუ სად წავიდეს წყალი წვიმის დროს. იტბორება გზა და გასასვლელს სახლებისკენ პოულობს'' - ამბობენ სკვერის გარშემო მცხოვრები ადამიანები.

თუ რა ღონისძიებას გაატარებს გორის მერია, პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები