ახალი ამბები
,,ნიჟნი ზარამაგის'' გამშვებ პუნქტზე 5 კმ-იანი რიგებია
,,ნიჟნი ზარამაგის'' გამშვებ პუნქტზე 5 კმ-იანი რიგებია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვლადიკავკაზიდან ცხინვალისკენ მიმავალი მოქალაქეები საუბრობენ.

ფოტოები ძირითადად ინსტაგრამზე ვრცელდება და ავტორები ამბობენ, რომ ბიბილოვის მთავრობამ გამშვებ პუნქტზე რეგისტრაციის პროცედურები დღემდე ვერ გაამარტივა.

,,ჩვენ აქ რიგში ვდგავართ, ბიბილოვი კი აფხაზეთშია. ჰკითხოს აბა აფხაზებს, ასე რთულია მიმოსვლა რუსეთში მათთვის? მათ ექცევიან როგორც ადამიანებს, ჩვენ კი, - როგორც ნაგავს'' - წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგზაო განყოფილებაში რეგისტრირებულ მანქანების ნომრებს მოქმედების ვადა ეწურება, მძღოლები ჩქარობენ, რომ გამშვები პუნქტი ამ თვეში, სექტემბერში გადაკვეთონ.

,,Ამ თვეში თუ არ გადაიყვანე მანქანა, მერე განბაჟება დასჭირდება და ძვირი ღირს'' - აცხადებენ მოქალაქეები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები