ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია მასწავლებელთა 86%
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლების მასწავლებელთა 86% უკვე აცრილია.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე ავრცელებს.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ, სხვადასხვა ანტივაქსერული ჭორები ვრცელდებოდა, ასევე ხდებოდა დემონიზებება, რაც მოსახლეობაში გაუგებრობებასა და შიშს იწვევდა, ამან უარყოფითი შედეგი მაინც ვერ გამოიღო.

,,ამ შიშების ფონზე, ჩვენთან, 743 მასწავლებლიდან 640 აცრილია ამ ეტაპზე და გრძელდება პროცესი. სამოქალაქო პასუხისმგებლობის რა ინდიკატორებიც გნებავთ, აგვინთეთ'' - აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.

საქართველოში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში 4 ოქტომბრიდან განახლდება. მოსწავლეები ვალდებულნი არიან პირბადეები ატარონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები