ახალი ამბები
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა - მიმდინარეობს ხმის დათვლა
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, 20 საათის მონაცემებით, გორის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა - 57 581 ამომრჩეველი

არ გამოცხადდა - 55 050 ამომრჩეველი. 32-ე ოლქში სულ რეგისტირებულია 112 631 ამომრჩეველი.

რაც შეეხება 2017 წლის თვითმმართველობის მონაცემებს, იმ პერიოდში არჩევნებზე გამოცხადებული იყო 44278 ამომრჩეველი (40.19%) 110174 ამომრჩევლიდან. 

მაღალი აქტივობით, კვლავ, რჩება 2012 წლის არჩევნები, რა დროსაც, გორის უბნებზე 112291 ამომრჩევლიდან გამოცხადებული იყო 72 138 ამომრჩეველი. 64.24%
Print

სტატიის გამოყენების პირობები