ახალი ამბები
კასპის საოლქო კომისიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 უბნის გადათვლა მიმდინარეობს
კასპის საოლქო კომისიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 უბნის გადათვლა უკვე მიმდინარეობს.

როგორც ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს, ​შემთხვევითი წესით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლა დამატებითი მექანიზმია საარჩევნო უბნის მონაცემების უტყუარობის შესამოწმებლად. ხმების გადათვლა, სათანადო წესების დაცვის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შედეგებისადმი ნდობის ამაღლებას.

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა, თავისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები