ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 7 ოქტომბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები