ახალი ამბები
ქვახვრელი-უფლისციხის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის ადამიანის გვამი მდინარემ, ქვახვრელი-უფლისიციხის მუზეუმის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ გამორიყა.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი თანასოფლელი არ იყო. მისი ცხედარი პოლიციამ ინდეტიფიკაციისა და ექსპერტიზის მიზნით პროზექტურაში გადაასვენა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები