ახალი ამბები
შიდა ქართლში არასრუწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შიდა ქართლში არასრუწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

სავარაუდო მსხვერპლი 13 წლის ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, ამ მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვი შეუძლოდ გახდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო.

შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები