ახალი ამბები
შავშვებთან მომხდარ მძიმე ავარიისას დაშავებული გიორგი ცერაძე საავადმყოფოდან გაწერეს
შავშვებთან მომხდარ მძიმე ავარიისას დაშავებული გიორგი ცერაძე საავადმყოფოდან გაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორმედის საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს:

,,სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის, ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად, 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა გიორგი ცერაძემ ,,გორმედის" სტაციონარი დღეს დატოვა და ბინაზე გაეწერა", - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავარია 9 ოქტომბერს მოხდა. საქორწილო კორტეჟის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები