ახალი ამბები
გორში ქვებით ნაცემი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
გორში, ჯგუფური ჩხუბის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამის შესახებ კლინიკა ,,გორმედიდან'' გვაცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, მამაკაცს დაჟეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება.

"პაციენტი გახლავთ 30 წლის მამაკაცი. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კვლევები ამ დრომდე გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სხეულზე აღენიშნება დაჟეჟილობები", - აცხადებენ კლინიკა გორმედში.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს საღამოს, გორში, ფარნავაზის ქუჩაზე სცემეს. პოლიციამ 5 პირი დააკავა. დაშავებულს დაზიანებები ქვებით ხუთმა პირმა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ცივი იარაღი სისხლის კვალთან ერთად იპოვა, თავდაპირველად გაჟღერდა ვერსია რომ დაზარალებული დაჭრილიც იყო.

თავდამსხმელები დაკავებულები არიან, ისინი გორის სამმართველოში გადაიყვანეს.

პაციენტი თბილისელია, ხოლო დაკავებულები - გორის მუნიციპალიტეტიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები