ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 25 ოქტომბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 483 პირი; გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729, ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც:

6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში - 545, აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.

44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.

კორონავირუსით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები