ახალი ამბები
კასპის ცენტრში დაცვის პოლიციის ნასვამი თანამშრომელი ,,დრიფტაობდა''
კასპის პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს მანქანა, რომელიც ქალაქის ცენტრში მკვეთრ მანევრებს აკეთებდა და საგზაო მოძრაობის წესებს არღვევდა.

მძღოლი დაცვის პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე დაცვის პოლიციის ფორმა ეცვა. ავტომანქანა კი, რომლითაც ,,დრიფტაობდა,'' მისი პირადი საკუთრებაა.

კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მძღოლს ჯარიმა დაუწერეს. როგორც მოკვლევით დადგინდა, ის საღამოს 22 საათისთვის სამსახურში უნდა ყოფილიყო და საკუთრი მოვალეობა უნდა შეესრულებინა.

დაცვის პოლიციის თანამშრომელს კომპანია ,,ბერტას'' საწარმოს დაცვა ევალდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები