ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი კომპენსაციის სახით 55 555
ლარს მორალური ზიანის სანაცვლოდ ითხოვს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი არხი და მისი დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს
სიცრუეს, როგორც მის შესახებ, არამედ ქვეყნისა და საპატრიარქოს
წინააღმდეგ.
,,შეურაცხყოფისა და დისკრედიისათვის ვითხოვ კომპენსაციას, რაც
საქველმოქმედო ფონდში გადაირცხება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს,
რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე არიან გადასულები.
სარჩელი შეტანილი გვაქვს, რაზეც პასუხს აგებენ. გვარამია და მთავარი
არხი ყველაფერს კადრულობენ, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ისინი
ამოფარებულები არიან ტყუილებზე, რათა მათი ბელადის იმედები
გაამართლონ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მათი ქმედებები.'' -
განაცხადა გულიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები