ახალი ამბები
გორში სამოქალაქო აქტივისტისთვის მანქანის დაჯახება სცადეს
გორში სამოქალაქო აქტივისტისთვის მანქანის დაჯახება სცადეს. ამის შესახებ განცხადებას თავად თეონა ფანქველაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა დღეს საღამოს კარფურის მაღაზიასთან დაახლოებით 20 საათზე მოხდა. თანაც, ამილახვრის ქუჩა, სადაც მძღოლმა მანქანის დაჯახება სცადა, საკმაოდ მოკლეა.

თეონა ფანქველაშვილი ბოლო თვეებია აქტიურად აკვირდება არჩევნებს. კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და რეგიონში არაერთი აქციის ორგანიზატორი იყო.

იგი არის როგორც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეცილისტი, ასევე კავკასიის აკადემიური ცენტრის ბიზნეს ადმინსტრირების კურსდამთავრებული. ასევე, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მეორე თაობის წარმომადგენელი.

მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამათვრობო ორგანიზაციებში. 2014 წელს, დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ადვოკატირების პროექტ "ახალგაზრდული პარტნიორობა მომავლის პერსპექტივას" ფარგლებში, შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებისთვის ატარებდა ტრენინგებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინფორმირების მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები