ახალი ამბები
გორის თეატრში უნივერსიტეტის საცეკვაო ანსამბლის იუბილე აღინიშნება
4 თებერვალს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ანსამბლის ხელმძღვანელმა თემურ ტატიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, თეატრის სცენაზე ქორეოგრაფიული გუნდი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.

,,ანსამბლი ყოველ წელს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე იღებს.“ - ამბობოს თემუტ ტატიშვილი.

თურქეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, სერბეთსა და მაკედონიაში ჩატარებული ფესტივალებიდან ტატიშვილის ანსამბლი გრანპრით დაბრუნდა.

გორის უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლს, 2014 წელს, საქართველოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა სახალხო სანიმუშო ანსამბლის წოდება, ხოლო მის ხელმძღვანელს თემურ ტატიშვილს ამაგდარის წოდება მიანიჭა.

ამავე თემაზე: ანსამბლი ,,ჩუქურთმა" სოლო კონცერტისთვის ემზადება
Print

სტატიის გამოყენების პირობები