ახალი ამბები
ზნაურის რაიონში მრავალშვილიან მამას მიკროავტობუსი აჩუქეს
ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ ყორნისში, მრავალშვილიან მამას, სლავიკ ფილიევს მიკროავტობუსი აჩუქეს. მანქანა ბიზნესმენმა ვადიმ ცხოვრებოვმა პირადად ჩაუყვანა.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ოჯახის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიიდან შეიტყო და აღნიშნა, რომ ამ ოჯახს დიდი ხანია იცნობს:

"სლავიკ ფილიევის (პლიევი) ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ. ისინი მეზობელ სოფელში ცხოვრობენ, დედაჩემი პლიევი იყო. ასე რომ, ისინი ჩემთვის ნათესავები არიან. გავიგე, რომ ბავშვები სპორტულ კლუბებში დადიან, მაგრამ სიარული შეწყვიტეს უტრანსპორტობის გამო. გადავწყვიტე, დავხმარებოდი მათ", - განაცხადა ვადიმ ცხოვრებოვმა.

ყორნისელი სლავიკ ფილიევი (პლიევი) ექვს შვილს მარტო ზრდის. უმცროსი შვილი ერთ წელზე ნაკლები ასაკის იყო, როცა დედა გარდაიცვალა. ოსური მედიის ცნობით, ცხოვრების რთული პირობების მიუხედავად, ფილიევების ოჯახის შვილები გამოირჩევიან სანიმუშო ქცევით და სკოლაში შესანიშნავი აკადემიური მოსწრებით.

,,დაე, ბავშვებმა ისწავლონ, დაესწრნონ სპორტულ სექციებს. იქნებ ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. თუნდაც სპორტულ სიმაღლეებს არ მიაღწიონ. მოხარული ვარ, რომ ვეხმარები ასეთ კარგ ოჯახს", - დასძინა ცხოვრებოვმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები