ახალი ამბები
,,წყალი სანიტარია და ჰიგიენა" - ევროპის ფონდის დაფინანსებით გორის ახალგაზრდული იდეა ახალ პროექტს იწყებს
,,გორის ახალგაზრდული იდეა" ,,ევროპის ფონდის" მხარდაჭერით აცხადებს მოხალისეთა მიღებას საერთაშორისო პროექტში- ,,წყალი სანიტარია და ჰიგიენა".

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ათუკა სამადალაშვილი გვიყვება, მსგავსი სახის პროექტს თანატოლები აფხაზეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინაში ახორციელებენ.

პროექტში ჩართულნი იქნებიან ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 13- დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

,,ჩვენ ვიწვევთ აქტიურ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ თემის განვითარების საკითხში, გაიუმჯობესო ლიდერული უნარ-ჩვევები, მიიღონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, აქტივიზმის აუცილებლობის, წყლის რესურსებისა და მათი დაზოგვის შესახებ.'' - აცხადებს ათუკა სამადალაშვილმა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნონ სამოტივაციო წერილი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება:

1. ოთხი საინფორმაციო შეხვედრა მოწვეულ ტრენერებთან.
2. ორი დასუფთავების აქცია
3. საინფორმაციო ბუკლეტების/პოსტერების გავრცელება
4. დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.

თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება შესაბამისი, ორენოვანი სერტიფიკატით.

შეირჩევა 25 მოხალისე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/SCHANGE2021/?ref=pages_you_manage
Print

სტატიის გამოყენების პირობები