ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მოათავსეს.

სააკაშვილის მოსანახულებლად ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.

ნინო ლომჯარია ,,ნეტგაზეთთან'' საუბარში აცხადებს, რომ უსაფრთხოების რისკები, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის და ღირსებისშემლახავი მოპყრობის რისკები, სხვა პატიმრების მხრიდან, რა თქმა უნდა, არსებობს.

,,ასევე იქნება რისკები მისი მონახულების შემთხვევაში მისი ადვოკატების მიმართაც, თუმცა ადგილზე გავეცნობით ვითარებას და შემდეგ გეტყვით, რამე თუ შეიცვალა ინფრასტრუქტურულად, დააზღვიეს ეს რისკები თუ არა", – განმარტა ლომჯარიამ.

სააკაშვილი 39-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია. დღეს ექიმთა კონსიულიმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები