ახალი ამბები
ჩააცვი ხეებს... სხვისთვის - გორში აქცია გაიმართება
21 ნოემბერს, კვირას 12 : 00 გორის თეატრის სკვერში გაიმართება აქცია სახელწოდებით ,,ჩააცვი ხეებს''.

საქველმოქმედო ღონისძიება წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეების ორგანიზებით ტარდება:

,,მოიტანე შენი ძველი ქურთუქი, პალტო, კაშნე, ქუდი, ხელთათმანი ან ნებისმიერი თბილი სამოსი და ჩააცვი ხეებს... მოქალაქეები კი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილი ტანსაცმელი (პანდემიის ფონზე ასეთი ბევრია სამწუხაროდ) ჩამოხსნიან და წაიღებენ სახლში...'' - აღნიშნულია წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებაში.

მოხალისეების განმარტებით, ერთის მხრივ ეს გაადვილებს მათთვის საჭირო ტანსაცმლის მიღებას, ვისაც ერიდება თხოვნა ან ხელიდან გამორთმევა, ხოლო მეორეს მხრივ იდეალური შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც გაცემა სურს ისე, რომ ადრესატმა არ იცოდეს, მისი ვინაობის შესახებ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები