ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გელა გოჭოშვილს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 103-ე შეხვედრაზე მიიღეს.

საუბარია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაკავებულ გელა გოჭოშვილზე, რომელსაც ე.წ. საზღვრის არაერთხელ გადაკვეთას ედავებიან.

მოლაპარაკებების დროს ოფიციალური თბილისის წარმომადგენლობამ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბორდერიზაცია და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები გააპროტესტა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან ერთად დეკემბრის თვეში ჩანიშნულ ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ირაკლი ბებუას გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც სოხუმის იზოლატორში რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები