ახალი ამბები
,,ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე, რა თქმა უნდა, არ მომწონს,'' - გიული ალასანია
ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე, რა თქმა უნდა, არ მომწონს, ვერ ვიქნები კმაყოფილი...

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მან დღეს გორის ჰოსპიტალში შვილი მოინახულა:

,,პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება, სარკმელი გაღებულია, ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამთგუნველია. მით უმეტეს, რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, აი ამის ფონზე დამთრგუნველია და არაბუნებრივია. ჩვენ, როგორც საზოგადოება რას ვფიქრობთ ამაზე? არის ეს ნორმალური ვითარება?!' - ამბობს  გიული ალასანია, გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები