ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 23 ნოემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 618, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 698 პირი, მათ შორის, თბილისში - 673, აჭარაში - 128, იმერეთში - 506. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 36. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 713 - თბილისში, 212 - აჭარაში. 40 193 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები