ახალი ამბები
ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მისცეს
უახლოეს ხანებში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს მორიგ დასკვნას, რომლის მიხედვით, ცნობილი გახდება, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას.

სახალხო დამცველის თქმით, დღეს, დაგვიანებით, თუმცა ამ ექსპერტთა ჯგუფის სააკაშვილის ნახვის საშუალება მიეცათ:

,,დაახლოებით, 2 საათი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შიგნით მიგვეღწია. ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს და პენიტენციური უწყებას შორის გაურკვევლობაა, კომუნიკაცია გართულებულია. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რამაც დაახლოებით 2 საათი წაიღო, - განაცხადა ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი მადლიერია, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის.

"მიხეილ სააკაშვილთან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ძირითადად ის გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და ამ კონსილიუმის წევრების მიმართ. აღნიშნავდა, რომ საერთაშრისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციულურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის. თუმცა, ეს იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ლომჯარიას განმარტებით, გარკვეული შენიშვნები, რაც სახალხო დამცველის აპარატმა წინა ვიზიტის დროს შეიმუშავა, დღეს გამოსწორებულია.

"მაგალითად, ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს", - განაცხადა ლომჯარიამ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები