ახალი ამბები
ქაცარავას ინფორმაციით, მერიამ ზეღდულეთელებს კერძო მესაკუთრეებისგან მიწის გამოსყიდვა შესთავაზა
სამოქალაქო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ზეღდულეთელებს დაპირდნენ, რომ მიწის ნაკვეთები მათ დარჩებოდათ.

ამის შესახებ ქაცარავამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ეს დაპირება არჩევნების შემდეგ დაივიწყეს:

,,იცით, ეხლა რა პასუხი გასცა ხელისუფლებამ? თუ გჭირდებათ ეს საძოვარი, მაშინ ფული შეკრიბეთ და გამოისყიდეთო. აი ასე. ეხლა კი გამოვიდა სოფელი გარეთ და საპროტესტო აქციას გზით გადაკეტვით ან რამე ამდაგვარი ხერხით გამართავს.'' - აღნიშნავს ქაცარავა.

ქაცარავა აღნიშნავს, რომ ეს საძოვარი ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყაროა და 2009 წელს ხელისუფლებამ გაუყიდა ადგილობრივებს, მაგრამ სოფელი არ დანებდა და მას მერე იბრძვის ამ მიწის შესანარჩუნებლად.

,,ამ მიწას უკვე მეოთხე მეპატრონე ჰყავს, სულ ცოტა ხნის იყიდა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა და თანაც, გორის მერის არჩევნებამდე სახელისუფლებო გუნდმა გასცა დაპირება, რომ ამ მიწას არავინ შეეხებოდა და სოფელს საძოვარს შეინარჩუნებდა.'' - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან სოფელ ზეღდულეთში საპროექტო აქცია იმართება. მოსახლეობამ ავტობანის გადაკეტვა სცადა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები