ახალი ამბები
გორის მერი დაპირისპირებულ მხარეებს ზეღდულეთში მედიაციას სთავაზობს
გორის მერი დაპირისპირებულ მხარეებს ზეღდულეთში მედიაციას სთავაზობს. ამის შესახებ ლადო ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უფრო მეტი დეტალი პრობლემის მოგვარების შესახებ, მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღეს დილიდან სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ავტობანის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კერძო მფლობელები ამუშავებენ. რამდენიმე დღის წინ, ტრაქტორისტებს მიწის მოხვნის საშუალება არ მისცეს.

ზეღდულეთში დაახლოებით 75 ჰა მიწა 2009 წელს გაიყიდა. ჯერ იყიდა თამაზ მღებრიშვილმა, რომელმაც 2011 წელს მიწა ,,ფუდლენს'' (ინდურ კომპანიას) მიყიდა.

,,ფუდლენდმა'' მიწის დამუშავება, სწორედ, საპროტესტო ტალღის გამო, ვერ შეძლო. ამ კომპანიამ აღნიშნული ნაკვეთები ნაწილ-ნაწილ 2021 წელს ,,ელგრანდს'' (ხელმძღვანელი კახა შავდათუაშვილი), ნაწილი კი გიგა ქათამაძეს და ჟღენტს მიყიდა.

ახალმა მფლობელებმა მიწის დამუშავება ერთი კვირის წინ დაიწყეს.

გორის მერია ცდილობს, რომ დაპირისპირებული მხარეები მოარიგოს. ერთი შეთავაზება მდგომარეობას იმაში, რომ მოსახლეობამ მიწის ნაკვეთი კერძო მფლობელებისგან გამოისყიდოს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები