ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 428 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 25 ნოემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 331 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა - 184, იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 575, აჭარაში - 506, იმერეთში - 1 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 662, აჭარაში - 126, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 42, იმერეთში - 39. 1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 - თბილისში, 247 - აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები