ახალი ამბები
,,გორმედში'' დაცვის თანამშრომელი ცემეს
,,გორმედის'' კლინიკაში დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, როდესაც ავტომანქანის მძღოლს ის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდა.

ინციდენტი დღეს დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

წითელი ფერის ავტომანქანა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. დაცვის თანამშრომელმა მძღოლს უთხრა, რომ იქ შესვლა აკრძალული იყო.

თვითმხილველის ინფორმაციით, ჯიპიდან ერთ-ერთი მამაკაცი გადმოვიდა და ყვირილი დაუწყო: ,,მამა მიკვდება, შენი....'' და დაცვის პოლიციელს დაარტყა.

შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. წითელი ფერის ჯიპის მძღოლი აცხადებდა, რომ მას ავადმყოფ მამასთან ეჩქარებოდა.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები