ახალი ამბები
,,უსამართლობის მსხვერპლი'' - აქცია გორში
41-წლის მამაკაცი აცხადებს, რომ მის მიმართ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა წამება, რომლის შესახებ გამოძიება არ დაწყებულა.

ამის გამო, ის გორში ჩავიდა და აქცია გამართა.

,,თბილისში არ მაძლევენ აქციის გამართვის საშუალებას. ჩამოვედი გორში, მინდოდა ჰოსპიტლის წინ დადგომა, მაგრამ პოლიციამ მითხრა, დაგიჭერთ, აქედან წადიო. ამის შემდეგ, წამოვედი და დავდექი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე'' - გვითხრა მან.

როგორ იგი აცხადებს, მის მიმართ დევნა სტუდენტობის დროს დაიწყო, როდესაც ,,კგბ-ს'' აგენტობა დააბარეს. შემდეგ უკვე მისი დევნა საქართველოში დაიწყო. მისი მოთხოვნაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება იმ წამების ფაქტზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მის წინააღმდეგ განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები