ახალი ამბები
გიორგი კანდელაკმა და გიორგი კოდუამ კომპანია ,,დიდი გორი'' დააფუძნეს
ბიზნესმენმა, ამავე დროს, მოფლიო ჩემპიონმა კრივში გიორგი კანდელაკმა და ბიზნესმენმა გიორგი კოდუამ კომპანია ,,დიდი გორი'' დააფუძნეს. ამის შესახებ საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები აგვისტოში დასრულდა.

,,დიდი გორის'' 51%-ს კოდუა, ხოლო 49%-ს გიორგი კანდელაკი ფლობს. გიორგი კოდუა ამავე დროს საავიაციო კომპანია ,,ეარ ჯორჯიას'' დამფუძნებელია.

სააჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ,,დიდი გორის'' ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა, ამავე დროს, მითითებულია სატრანსპორტო, საავიაციო და სარკინიგზო მომსახურება, ასევე, საიჯარო მომსახურება და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობა.

კანდელაკი რეგიონში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. მას აქვს როგორც სამშენებლო ბიზნესი, ასევე სარესტორნო ქსელი - ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტსა და ქარელში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები